შ.პ.ს. "ნეთვორქ სოლუშენი" ჰოსტინგის წესდება
საიდენთიფიკაციო კოდი: 412771718
1. ზოგადი დებულებები
1.1. შ.პ.ს. "ნეთვორქ სოლუშენი" (შემდგომში "კომპანია") უზრუნველყოფს ჰოსტინგ სერვისებს, მათ შორის ქლაუდ ჰოსტინგსა და ვირტუალურ კერძო სერვერებს (VPS). 1.2. კომპანია ახორციელებს სერვისების მიწოდებას მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების, ასევე, მოცემული წესდების შესაბამისად. 1.3. აღნიშნული წესდება ვრცელდება ყველა იმ პიროვნებასა და ორგანიზაციაზე, რომლებიც იყენებენ კომპანიის სერვისებს.
2. მომხმარებლის ვალდებულებები
2.1. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები. 2.2. მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს კომპანიის სერვერები უკანონო და ეთიკურად მიუღებელი საქმიანობისთვის. 2.3. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის მიერ დადგენილი სერვისის გამოყენების წესები და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის კომპანიის ქსელის უსაფრთხოებას.
3. აკრძალული ქმედებები
3.1. მომხმარებლისთვის აკრძალულია:
- ნებისმიერი სახის უკანონო საქმიანობა, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: პორნოგრაფიის (განსაკუთრებით ბავშვთა პორნოგრაფიის) გავრცელება, ნარკოტიკების, იარაღისა და სხვა უკანონო საქონლის რეალიზაცია;
- ფიშინგი, მავნე პროგრამების გავრცელება, DDoS შეტევები და ნებისმიერი სხვა კიბერდანაშაული;
- მესამე პირების პირადი მონაცემების უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება;
- სპამის (არასასურველი ელ.ფოსტების) გაგზავნა;
- პლაგიატი, საავტორო უფლებების დარღვევა;
- ქსელის ან სერვერის გადატვირთვა (Resouce Abuse), რაც არღვევს სერვისის სტაბილურობას;
- ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან საერთაშორისო ნორმებს.
4. მომსახურების შეწყვეტა და სანქციები
4.1. კომპანიის უფლება აქვს, შეუწყვიტოს მომხმარებელს სერვისის მიწოდება ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. 4.2. კომპანიის უფლებაა, წინასწარი შეტყობინების გარეშე დაბლოკოს ან წაშალოს მომხმარებლის მონაცემები, თუ ისინი შეიცავს უკანონო ან კომპანიის პოლიტიკის საწინააღმდეგო კონტენტს. 4.3. მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს კომპანიას მომხმარებლის მიერ წესდების დარღვევის გამო.
5. მონაცემთა უსაფრთხოება და სარეზერვო ასლები
5.1. კომპანია იღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა, არ აგებს პასუხისმგებლობას მესამე პირებისგან მომდინარე ინფორმაციის დაკარგვის ან გაჟონვის შემთხვევაში. 5.2. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოება და პაროლის კონფიდენციალურობა. 5.3. კომპანია რეგულარულად ახორციელებს სარეზერვო ასლების შექმნას, თუმცა მომხმარებელს მკაცრად რეკომენდებულია საკუთარი მონაცემების სარეზერვო ასლების შენახვა დამოუკიდებელ მეხსიერებაში. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მონაცემთა დაკარგვის შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი არ ინახავს სარეზერვო ასლებს დამატებით სივრცეში.
6. ფორსმაჟორი
6.1. კომპანია არ აგებს პასუხისმგებლობას სერვისების შეფერხების ან შეწყვეტის გამო, რომელიც გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: ბუნებრივი კატასტროფები, ომები, ტერორისტული აქტები, სამოქალაქო არეულობები, ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გლობალური ავარიები, მთავრობის რეგულაციები ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედებები. 6.2. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას კომპანია იმოქმედებს შესაძლებლობის ფარგლებში, რათა აღადგინოს სერვისების უწყვეტობა.
7. პერსონალური მონაცემების დამუშავება
7.1. კომპანია ახორციელებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7.2. მომხმარებლის მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რაც აუცილებელია სერვისის უზრუნველყოფისთვის. 7.3. მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს თავისი პერსონალური მონაცემების წაშლა ან შესწორება, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. 7.4. კომპანია იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების დაცულობის უზრუნველსაყოფად.
8. შეუსაბამობები და ცვლილებები
8.1. კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს აღნიშნული წესდება მომხმარებელთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. 8.2. განახლებული წესდების გამოქვეყნება ავტომატურად გულისხმობს მისი მოქმედების დაწყებას.
9. დავების გადაწყვეტა
9.1. აღნიშნულ წესდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკებების გზით. 9.2. თუ დავის გადაწყვეტა მოლაპარაკების გზით ვერ ხერხდება, მხარეები მიმართავენ საქართველოს სასამართლოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შესრულების თარიღი: 2025 წელი
შ.პ.ს. "ნეთვორქ სოლუშენი"