Level3 -ს მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოყვანილი მომსახურების წესებს და პირობებს, რომელიც შეიძლება შეიცვალოს Level3 -ს მიერ ნებისმიერ დროს. მომსახურების წესებსა და პირობებში შეტანილი ცვლილებები გამოქვყნდება ამ გვერდზე.

მომსახურების გააქტიურება

Level3-ს მომსახურების გააქტიურება ხდება ონლაინ შეკვეთის ფორმის შევსებისა და მომსახურების თანხის სრულად გადახდიდან 24 საათის განმავლობაში.

აკრძალული კონტენტი

აკრძალულია Level3 მომსახურების გამოყენება იმ სახის ინფორმაციის შენახვისა და გავრცელებისათვის,
რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებთან.
არასრული ჩამონათვალი აკრძალული მასალებისა მოიცავს:
  • ძალადობისკენ მოწოდებებს
  • პორნოგრაფიას
  • არალიცენზირებულ პროგრამებს
  • არალეგალურ ვიდეო-აუდიო ფაილებს
  • ასევე აკრძალულია IRC- და Game-სერვერების დაყენება.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას განთავსებული მასალების არაკანონიერების ან არასასურველობის შესახებ იღებს Level3 ხელმძღვანელობა.

"კომპანია" უფლებას იტოვებს "მომხმარებლის" ჰოსტინგ-სერვისი დაბლოკოს გაფრთხილების შემდგომ, თუ უკანასკნელი ახდენს "კომპანიის" სერვერის რესურსის გადაჭარბებულ გამოყენებას, რის შედეგადაც ხდება სხვა მომხმარებლების შეფერხება.

ერთ ჰოსტინგ-პაკეტზე ნებადართულია მრავალი FTP და Telnet სესიები, თუმცა Level3 უფლებას იტოვებს გათიშოს უქმი სესიები.

მომხმარებლების მხრიდან სპამის, ანუ ელ-გზავნილების თვითნებური დაგზავნა იმ მისამართებზე, საიდანაც არ ყოფილა მოთხოვნა ასეთი სახის გზავნილის მიღებაზე, მკაცრად აკრძალულია. სპამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს Level3. ელ-გზავნილების მასიური დაგზავნისათვის მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ დაგზავნის სიები გამოწერის/გამოწერის გაუქმების მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებით, რაც უკვე აღარ განიხილება როგორც სპამი.

მომხმარებელს უფლება აქვს მისი კუთვნილი ჰოსტინგის ანგარიში გადასცეს სხვა პირებს, თუმცა ეს საჭიროებს მომხმარებლის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის განახლებას.

„კომპანიას" უფლება აქვს თავისი უფლება-მოვალეობანი გადასცეს მესამე პირს, თუმცა ეს საჭიროებს მომხმარებლებისათვის შესაბამისი შეტყობინების დაგზავნას.

მომსახურების დროებითი ბლოკირება და გაუქმება

მომხმარებლის მხრიდან მომსახურების წესების და პირობების დარღვევის შემთხევვაში, Level3 უფლებას იტოვებს მოახდინოს შესაბამისი ანგარიშის დროებითი ბლოკირება ან გაუქმება დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის შესაბამისად. ჩვეულებრივად, თავდაპირველად მომხმარებელს ეძლევა გაფრთხილება დარღვევების აღმოსაფხვრელად და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სანქციების გამოყენება. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება სხვა მომხმარებლების ინტერესებს და სერვერის უსაფრთხოებას, სანქციების გამოყენება მოხდება გაფრთხილების გარეშე.

მომხმარებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს მომსახურებით სარგებლობა.

მომხმარებლის მხრიდან ნებისმიერი სახის შეურაწყოფა კომპანია Level3 - ს პერსონალის ან ონლაინ ოპერატორის მიმართ ავტომატურად იწვევს მომსამხურების გაუქმებას. სერვერზე განთავსებული ინფორმაცია არქივის სახით გადაეგზავნება საკონტაქტო ელ ფოსტის მისამართზე.

ამ მუხლში აღნიშნულ შემთხვევებში მომხმარებელს არ აუნაზღაურდება მომსახურებისათვის წინასწარ გადახდილი თანხა.

Level3 პასუხისმგებლობა

Level3 ვალდებულებას იღებს მომსახურება გაწიოს კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად, მომხმარებლის მიერ ანაზღაურებული პერიოდის მანძილზე, გარდა მომხმარებლის მხრიდან მომსახურების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევებისა.

Level3 მიმართულია 99.5%-იანი საიმედობის (Up Time) უზრუნველყოფისაკენ და უფლებას იტოვებს თუმცა არ იღებს ვალდებულებას მოახდინოს მოცდენილი დროის კომპენსირება, შესაბამისი პერიოდით მომსახურების გაგრძელების სახით, თუკი სერვერის მოცდენის საშუალო დრო თვეში აღემატება 0,5 %-ს. ამასთანავე, Level3 არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შესაძლო მატერიალურ თუ ფინანსურ ზარალზე, რაც სერვერის მოცდენამ შეიძლება მიაყენოს მომხმარებელს.

ჩვენს სერვერზე განთავსებული ინფორმაციის (ფაილების, მეილების, მონაცემთა ბაზების) დაკარგვის თავიდან ასაცილებლად Level3 როგორც წესი პერიოდულად ახორციელებს მომხმარებელთა კუთვნილი ინფორმაციის სარეზერვო კოპირებას და მომხმარებლის მხრიდან შესაბამისი თხოვნით მიმართვის და შესაბამისი პერიოდის სარეზერვო ასლის არსებობის შემთხვევაში დამატებითი ანაზღაურების გარეშე მოახდენს ინფორმაციის აღდგენას. ამასთანავე, Level3 არ იღებს პასუხისმგებლობას სარეზერვო კოპირებასა და ამა თუ იმ მიზეზით მომხმარებლის კუთვნილი ინფორმაციის დაკარგვაზე, ასევე ამ მიზეზებით გამოწვეულ შესაძლო მატერიალურ თუ ფინანსურ ზარალზე, რაც შეიძლება მიადგეს მომხმარებელს. მომხმარებელი თვითონაა პასუხისმგებელი და აქვს კიდევაც შესაძლებლობა მოახდინოს ჩვენს სერვერებზე განთავსებული მისი კუთვნილი ფაილების, მონაცემთა ბაზების და მეილების კოპირება საკუთარ ლოკალურ მეხიერების მოწყობილობებზე. კომპანია Level3 სრულ პასუხისმგებლობას ანიჭებს მომხმარებელს თავისივე სივრცეში განთავსებულ კუთვნილ ფაილებზე.

ანგარიშწორება

აბონენტი ვალდებულია მოახდინოს ანგარიშსწორება იმ სატარიფო გეგმის შესაბამისად, რომელიც მას აქვს არჩეული. იმ შემთხვევაში, თუ არჩეულია ყოველთვიური გადახდის სატარიფო გეგმა, აბონენტი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს ყოველ მომდევნო თვეში სერვისით სარგებლობის საფასურის გადახდა. თუ არჩეულია წლიური გადახდის სატარიფო გეგმა, აბონენტი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს ყოველ მომდევნო წელს სერვისით სარგებლობის საფასურის გადახდა. ყოველი მომდევნო გადახდის დრომდე 5 დღით ადრე, სისტემა ავტომატურად გამოგიგზავნით ინვოისს და შეგახსენებთ, რომ თანხა გაქვთ გადასახდელი. საფასურის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, საიტი გაითიშება. გთხოვთ გაითვალისწინოთ - გადახდის ვადის გასვლის შემდგომ „შემსრულებელი“ ინახავს მის კუთვნილ სერვერზე „დამკვეთის“ არსებულ ფაილებს (ელფოსტას, ვებ გვერდის ბაზას და ა.შ.) 30 კალენდარული დღე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ „შემსრულებელი“ უფლებამოსილია წაშალოს სერვერიდან „დამკვეთის“ ყველა მონაცემი გაუფრთხილებლად. წაშლილი მონაცემების აღდგენა "Level3" -ს სარეზერვო ასლების არქივიდან - ფასიანია და შეადგენს 30 ლარს.

კონფიდენციალობის ნორმები

კონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება Level3 -ს მიერ მომხმარებლისათვის გადაცემული "მომხმარებლის სახელები" და "პაროლები", ასევე მომხმარებლის მიერ Level3 -სთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია.

Level3 იღებს ვალდებულებას მის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევისათვის და არ გადასცეს მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს კომპანიის მიერ თავისი უფლებების და ვალდებულებების სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემა, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერაშორისო ნორმებით გათვალისწინებული შემთხვევები. შესაბამისი სტუქტურების მხრიდან წარმოდგენილი კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე, მათ Level3 კონფიდენციალურ ინფორმაციას მომხარებელის შესახებ გადასცემს მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნისა და მისი თანხმობის გარეშე.